ვებ-გვერდით სარგებლობის წესები პირობები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
სს „გრინ დაზღვევა საქართველო“
მნიშვნელოვანი შეტყობინება მომხმარებლისთვის: წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ ოფიციალური ვებ-გვერდით, ციფრული სერვისებითა და საკომუნიკაციო არხებით სარგებლობის წესებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემული პოლიტიკის რომელიმე პუნქტს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმით სარგებლობა.
სს „გრინ დაზღვევა საქართველო“ (ტექსტში შემდგომში: „კომპანია“, „მზღვეველი“ ან „ჩვენ“) წარმოადგენს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ და ლიცენზირებულ სადაზღვევო ინსტიტუტს.
საიდენტიფიკაციო კოდი:404990435
ურიდიული მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ა. კალანდაძის ქ., №4
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის გარანტირება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების (No.R(90)19 და No.R(85)20) განუხრელი დაცვით. კომპანია მოცემულ პროცესში გვევლინება, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
1. პოლიტიკის მოქმედების სფერო და მიზნები
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მომხმარებლები, დაზღვეულები, დასაქმებულები, ბროკერები, კონტრაქტორები ან მესამე პირები – შემდგომში „მონაცემთა სუბიექტი“ ან „მომხმარებელი“), რომელთა ინფორმაციასაც კომპანია მოიპოვებს და ამუშავებს სხვადასხვა არხით: ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციების, სატელეფონო ცენტრის (ცხელი ხაზის), ფილიალებში ვიზიტის ან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
დოკუმენტი წარმოადგენს მომხმარებელთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებისა თუ შიდა სტანდარტის განუყოფელ ნაწილს. მათ შორის შინაარსობრივი შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის აღმოჩენის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურად გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებას (ასეთის არსებობისას).
2.მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO)
მონაცემთა დამუშავების პროცესების მუდმივი მონიტორინგის, უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლისა და სუბიექტთა უფლებების რეალიზაციის მიზნით, კომპანიაში დანიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
სახელი და გვარი:გვანცა ღვედაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია ტელ:(+995 579 13 12 06
ელექტრონული ფოსტა:gvantsagvedashvili@yahoo.com.
3. მონაცემთა კატეგორიები, რომლებსაც კომპანია ამუშავებს
სადაზღვევო პროდუქტების სპეციფიკიდან გამომდინარე (ავტო, ქონება, აგრო, სიცოცხლე, კრიტიკული დაავადებები, ტვირთები, სამოგზაურო, პროფესიული პასუხისმგებლობა და სხვა), კომპანია უფლებამოსილია დაამუშავოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია:
ა) ძირითადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;
- მოქალაქეობა, რეზიდენტობის ქვეყანა, ხელმოწერის ნიმუში;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი, ID ბარათი) ტიპი, სერია, ნომერი, მოქმედების ვადა და გრაფიკული ასლი/ფოტოსურათი.
ბ) საკონტაქტო ინფორმაცია
- რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
გ) სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული მონაცემები
- ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის წევრებისა და ნათესავების მონაცემები; საქმიანობის სფერო, პროფესია, სამუშაო ადგილი, დაკავებული თანამდებობა და შემოსავლის წყაროები
დ) სპეციფიკური სადაზღვევო და ფინანსური მონაცემები
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ტრანზაქციების ისტორია, არჩეული სადაზღვევო პაკეტი, ლიმიტები, პრემიის ოდენობა და გადახდის ფორმები;
- დასაზღვევი/დაზღვეული ობიექტის დეტალები (მაგ. ავტომობილის მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი, ვინ-კოდი, ტექნიკური პასპორტი, მართვის მოწმობის კატეგორია/სერია);
- სადაზღვევო შემთხვევის (ინციდენტის) აღწერა, თარიღი, ვიდეო/ფოტო მასალა და მიყენებული ზარალის შეფასება;
- ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი/სამედიცინო დოკუმენტაცია.
- ვებგვერდზე/აპლიკაციაში სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას ანგარიშსწორება ხორციელდება ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების (შემდგომში „ბანკი“) დაცული საგადახდო სისტემების მეშვეობით. სადაზღვევო კომპანია საკუთარ სერვერებზე არ აგროვებს, არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების CVV/CVC კოდი). აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა და მისი დამუშავება ხორციელდება ექსკლუზიურად ბანკის მიერ, საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. სადაზღვევო კომპანია ბანკისგან იღებს მხოლოდ ტრანზაქციის წარმატებით დასრულების დასტურს (სტატუსს) და საიდენტიფიკაციო კოდს, რაც აუცილებელია სადაზღვევო პოლისის გასააქტიურებლად ან/და განახლებისთვის. ბარათის მონაცემების უსაფრთხო შენახვასა და შემდგომ ტრანზაქციებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ბანკს.
ე) განსაკუთრებული კატეგორიის (სენსიტიური) მონაცემები
- სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური მდგომარეობის, ანამნეზის, გადატანილი ან არსებული ქრონიკული დაავადებების, სიმპტომებისა და მავნე ჩვევების (ნარკოტიკული/ალკოჰოლური საშუალებების მოხმარების სიხშირე) შესახებ.
ვ) ტექნოლოგიური და ციფრული მონაცემები
IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი (IMEI კოდი), ბრაუზერის პარამეტრები, საოპერაციო სისტემა, ინტერნეტ-პროვაიდერის (ISP) დასახელება, ვებსაიტზე ნავიგაციის ლოგები და სესიის პარამეტრები (დეტალურად იხილეთ მე-8 სექციაში).
მონაცემთა სუბიექტის დეკლარაცია: თუ თქვენ კომპანიას აწვდით ინფორმაციას მესამე პირების (ოჯახის წევრები, დასაქმებულები, უფლებამოსილი მძღოლები, ბენეფიციარები) შესახებ, თქვენ ადასტურებთ, რომ მოპოვებული გაქვთ ამ პირთა სრული სამართლებრივი თანხმობა და თავადვე იღებთ პასუხისმგებლობას კომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებაზე.
4. მონაცემთა მოპოვების წყაროები
კომპანია ინფორმაციას აგროვებს როგორც უშუალოდ მომხმარებლისგან, ისე გარე წყაროებიდან:
- ნებაყოფლობითი შევსების გზით (განაცხადები, ხელშეკრულებები, ციფრული ველები);
- სატელეფონო კომუნიკაციის, ონლაინ-ჩეთებისა და ოფისებში ვიზიტის დროს;
- საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზებიდან;
- მესამე მხარეებისგან: სადაზღვევო ბროკერებისგან, სამედიცინო/ჯანდაცვის დაწესებულებებისგან, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან, სადაზღვევო-საინფორმაციო ბიუროებიდან, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (სამართლებრივი საფუძვლებისა და წინასწარი თანხმობის არსებობისას).
5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
სს „გრინ დაზღვევა საქართველოში“ პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობის არსებობისას:
5.1. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა: ნებაყოფლობითი თანხმობა (წერილობითი, ელექტრონული, ზეპირი ან კონკლუდენტური ფორმით) კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
5.2. სახელშეკრულებო ვალდებულება: დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად, პირობების შესასრულებლად ან სადაზღვევო განაცხადის განსახილველად;
5.3. საკანონმდებლო ვალდებულება: დამუშავება პირდაპირ არის გათვალისწინებული ან მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით;
5.4. სასიცოცხლო ინტერესები: აუცილებელია სუბიექტის ან სხვა ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად;
5.5. ლეგიტიმური ინტერესი: აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სუბიექტის (განსაკუთრებით არასრულწლოვნის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
5.6. საჯარო ინტერესი: გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად.
5.7. განსაკუთრებული კატეგორიის (სამედიცინო) მონაცემები მუშავდება მხოლოდ სუბიექტის მკაფიო წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და წარმოადგენს პროპორციულ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
6.დამუშავების ძირითადი მიზნები
კომპანია მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის:
- სადაზღვევო მომსახურების გაწევა, ხელშეკრულების პირობების აღსრულება და მიმდინარე მონიტორინგი;
- კლიენტის, მესამე პირებისა და წარმომადგენლების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია;
- სადაზღვევო შემთხვევის დადგენა, მიყენებული ზარალის შეფასება, რეგულირება და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა;
- მზღვეველის კანონიერი სუბროგაციის (რეგრესის) უფლების რეალიზება;
- ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, თაღლითობისა და სხვა სამართალდარღვევების პრევენცია, კონტროლი და გამოვლენა;
- საჩივრების, პრეტენზიების, კითხვებისა და ოფიციალური სამართლებრივი მომართვების განხილვა;
- ბიზნეს-ანალიტიკა, შიდა რეპორტინგი, სტატისტიკური კვლევები და სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კონტრაქტების გაფორმება;
- ზედამხედველი/მარეგულირებელი ორგანოებისა და აუდიტორული კომპანიებისათვის კანონით გათვალისწინებული წვდომის უზრუნველყოფა;
- პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება და ახალი ბენეფიტების შეთავაზება
7. აუდიო და ვიდეომონიტორინგი
ა) სატელეფონო საუბრების ჩაწერა (აუდიომონიტორინგი)
მომსახურების ხარისხის კონტროლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პრეტენზიების ობიექტური შესწავლისა და შესაძლო სამართლებრივი დავების დროს მტკიცებულებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ახორციელებს შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერას. აუდიოჩაწერა ხდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი ავტომატური ინფორმირების პირობებში.
თუ მომხმარებელი არ აწვდის კომპანიას კომუნიკაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას, კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე ან მოთხოვნის შესრულებაზე.
ბ) ვიდეომონიტორინგი
კომპანიის ფილიალების, სერვის-ცენტრებისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების, მატერიალური საკუთრების დაცვისა და მართლწესრიგის მიზნით, მიმდინარეობს უწყვეტი ვიდეოჩაწერა. ვიდეომონიტორინგის ზონებში თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები.
8. ციფრული ინსტრუმენტები და „მზა ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
„მზა ჩანაწერები“ (Cookies) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებ-გვერდზე სტუმრობისას.
ა) ჩვენ მიერ გამოყენებული Cookies-ის სახეები:
- სავალდებულო /აუცილებელი: ეს ფაილები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ტექნიკური ფუნქციონირებისა და უსაფრთხო ოპერირებისთვის. მათი გათიშვა შეუძლებელია, რადგან მათ გარეშე პლატფორმა ვერ იმუშავებს.
- ანალიტიკური და ქცევითი: საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ მომხმარებელთა ნავიგაცია, სესიების ხანგრძლივობა, გვერდების პოპულარობა და ვებ-გვერდის „ცხელი წერტილები“ (Hotspots) სერვისის ოპტიმიზაციისთვის.
- ფუნქციური:იცავს და ინახავს მომხმარებლის მიერ გაკეთებულ არჩევანს (მაგ. ენა, შევსებული ველები), რათა შემდგომი ვიზიტები იყოს უფრო კომფორტული.
- მარკეტინგული და მესამე მხარის (Third-Party):გამოიყენება პარტნიორი ციფრული პლატფორმებიდან (მაგ. Google Analytics) მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული რეკლამისა და პერსონალიზებული შეთავაზებების გენერირებისთვის.
ბ) Cookies-ის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები:
IP მისამართი, ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის ტიპი, დომენის სახელი, ინტერნეტ-პროვაიდერის (ISP) დასახელება, ვიზიტის ზუსტი დრო/თარიღი, სესიის ხანგრძლივობა, შევსებული ველების პროცესი და მასზე დახარჯული დრო, გახსნილი ფაილების URL მისამართები და გადმომამისამართებელი გვერდის ლინკი.
შენახვის ვადა და მართვა: Cookies ფაილების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. მომხმარებელს შეუძლია არასავალდებულო Cookies დაბლოკოს ან წაშალოს ბრაუზერის პარამეტრებიდან (Chrome, Edge, Firefox, Safari, Opera და სხვა). Google Analytics-ის მიერ მონაცემთა შეგროვებაზე სრული უარის თქმა შესაძლებელია ოფიციალური ხელსაწყოთი: http://tools.google.com/dlpage/gaoptout .
ვებ-გვერდზე შესვლისას მომხმარებელი ეთანხმება Cookies პოლიტიკას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. საიტით სარგებლობის გაგრძელება ღილაკზე დაჭერის გარეშე, ასევე განიხილება როგორც თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.
9. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და პროფილირება
კომპანია იყენებს სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ალგორითმებს (პროფილირებას) სადაზღვევო რისკების ავტომატური შეფასებისა და თაღლითობის პრევენციისთვის. ეს პროცესი გვეხმარება სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება (ადამიანური რესურსის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე) გამოიყენება, როდესაც:
- ეს აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად (მაგ. ინდივიდუალური სადაზღვევო ტარიფის დათვლა ან მომსახურებაზე ავტომატური უარის თქმა რისკ-ფაქტორების გამო);
- ეს პირდაპირ ნებადართულია კანონმდებლობით (თაღლითობისა და ფულის გათეთრების პრევენციისთვის);
- არსებობს მომხმარებლის მკაფიო თანხმობა.
თქვენი უფლება: მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ავტომატიზებული პროცესის ლოგიკაზე, მოითხოვოს ადამიანური რესურსის (ოპერატორის/ექსპერტის) ჩართვა გადაწყვეტილების გადახედვის პროცესში ან გამოხატოს თავისი მოსაზრება.
10.მონაცემთა მიმღები პირები და უსაფრთხოების გარანტიები
ჩვენ ვიღებთ მკაცრ სამართლებრივ და ტექნიკურ ვალდებულებას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. თუმცა, კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში, მონაცემები შესაძლოა გადაეცეს:
- სამართალდამცავ, მარეგულირებელ და სასამართლო ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით;
- ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას, რომლის წინაშეც კომპანიას გააჩნია საანგარიშგებო ვალდებულება;
- გადამზღვეველ კომპანიებს – რისკების გადანაწილებისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით;
- სადაზღვევო-საინფორმაციო ბიუროს – სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება სხვა ლიცენზირებული მზღვეველებისთვის;
- დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს (აუდიტორები, პარტნიორი სერვის-პროვაიდერები, ასისტანსი).
მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, კომპანია დეტალურად ამოწმებს მათ ტექნიკურ და ორგანიზაციულ საიმედოობას, ახორციელებს სამუშაო ადგილების ადგილზე ინსპექტირებას და ხელშეკრულებით აწესებს მკაცრ ფინანსურ და სამართლებრივ სანქციებს კონფიდენციალურობის დარღვევისთვის.
კომპანიის სტრუქტურული ტრანსფორმაციის (შერწყმა, რეორგანიზაცია, აქტივების გასხვისება) შემთხვევაში, ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს უფლებამონაცვლე მხარეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის გადაიბარებს უსაფრთხოების იდენტურ გარანტიებს.
ტრანსსასაზღვრო გადაცემა (მონაცემთა გადაცემა უცხოეთში)
მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები (აღიარებული საზედამხედველო ორგანოს მიერ). სხვა შემთხვევაში, გადაცემისთვის საჭიროა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაცემა პირდაპირ აუცილებელია ორმხრივი ხელშეკრულების შესასრულებლად ან იცავს პირის სასიცოცხლო ინტერესებს (ჯანმრთელობა, სიცოცხლე), როცა ფიზიკური მდგომარეობის გამო თანხმობის წერილობითი გაფორმება შეუძლებელია.
11.პირდაპირი მარკეტინგი და აფილირებული პირები
თუ მომხმარებელი აფიქსირებს თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, ის უფლებას აძლევს სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“, გამოუგზავნოს სარეკლამო/საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები (ტელეფონის, ფოსტის, ელ-ფოსტის ან სხვა ციფრული არხებით) და ამავე მიზნით გადასცეს საიდენტიფიცირებულ აფილირებულ ორგანიზაციებს:
მარკეტინგზე უარის თქმის აბსოლუტური უფლება: პირდაპირი მარკეტინგისთვის თანხმობის გაცემა არ არის სავალდებულო. მომხმარებელს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურისა და განმარტების გარეშე გამოითხოვოს ეს თანხმობა. მოთხოვნისთანავე კომპანია და მისი აფილირებული პირები სრულიად უფასოდ შეწყვეტენ მონაცემთა დამუშავებას მარკეტინგული მიზნით. მარკეტინგზე უარის თქმა არ ახდენს გავლენას ძირითადი სადაზღვევო მომსახურების მიღებაზე.
12.მონაცემთა შენახვის ვადები და უსაფრთხოების პროგრამა
კომპანია ინახავს პერსონალურ ინფორმაციას მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც, მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნების მისაღწევად, საკანონმდებლო ხანდაზმულობის ვადების (საგადასახადო, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები) და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
ინფორმაციის უსაფრთხოება გარანტირებულია დანერგილი „ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკითა და პროგრამით“, რაც მოიცავს თანამედროვე მმართველობით, ტექნიკურ, საოპერაციო და ფიზიკურ კონტროლის მექანიზმებს. თუმცა, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ ხელყოფაზე იმ ეტაპზე, როდესაც ხდება მონაცემთა დისტანციური მოწოდება მომხმარებლის მხრიდან კომპანიის სერვერებამდე.
13.მონაცემთა სუბიექტის ფუნდამენტური უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
13.1.ინფორმაციის მიღება: უფლება გაქვთ უფასოდ მიიღოთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემები მუშავდება, რა არის საფუძველი, მიზანი, შეგროვების წყარო, შენახვის ვადა და ვის გადაეცა ინფორმაცია;
13.2.გაცნობა და ასლის მიღება: უფლება გაქვთ პირადად გაეცნოთ თქვენს მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლები;
13.3. გასწორება და განახლება: ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. მონაცემთა ცვლილებისას შეგვატყობინეთ და კომპანია მაქსიმალურად მყისიერად (არაუგვიანეს 10 დღისა) ასახავს ცვლილებებს ბაზებში;
13.4. დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება: უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა სრული წაშლა, თუ მათი დამუშავება მოხდა კანონდარღვევით ან აღარ არსებობს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი;
13.5. მონაცემთა დაბლოკვა: უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა (დროებითი შეჩერება), თუ სადავოდ ხდით მათ სიზუსტეს, დამუშავება უკანონოა (მაგრამ ეწინააღმდეგებით წაშლას), ან მონაცემები გჭირდებათ სამართლებრივი სარჩელისთვის;
13.6.მონაცემთა გადატანა: თუ დამუშავება ხდება ავტომატიზებულად, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიღება ან მათი პირდაპირ გადაცემა სხვა მზღვეველისთვის;
13.6. თანხმობის გამოხმობა: უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა (იმავე ფორმით, რა ფორმითაც განაცხადეთ).
14.ინტელექტუალურისაკუთრება
ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალა (რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ტექსტებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, ლოგოებს, ფოტო/ვიდეო მასალებს, პროგრამულ კოდსა და სხვა ელემენტებს) წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას ან გამოიყენება შესაბამისი უფლებების საფუძველზე და დაცულია მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.
კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი კოპირება, რეპროდუცირება, მოდიფიცირება, გავრცელება, გადაცემა, გამოქვეყნება ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომერციული თუ არაკომერციული ექსპლუატაცია, გარდა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
15.გასაჩივრების მექანიზმები და საკონტაქტო არხები
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა მონაცემთა დამუშავების პროცესში, უფლება გაქვთ კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან გამოაგზავნოთ ოფიციალური პრეტენზია კომპანიის შიდა მისამართზე.
პოლიტიკის პირობებთან დაკავშირებით, უფლებების რეალიზაციის ან თანხმობის გამოხმობის მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხებით:
- ოფიციალური ელექტრონული ფოსტა (მონაცემთა საკითხებზე): info@greenig.ge
- ზოგადი საინფორმაციო ფოსტა: officemanager@greenig.ge
- სატელეფონო ცენტრი (24/7): (+995 32) 2 24 44 34
- წერილობითი შეტყობინების მისამართი: სს „გრინ დაზღვევა საქართველო“, (თბილისი, საბურთალოს რაიონი, ა. კალანდაძის ქ., №4) (წერილში სავალდებულოა მიეთითოს სახელი, გვარი და სადაზღვევო პოლისის ნომერი).
კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. განახლებული პირობები მყისიერად ხელმისაწვდომი გახდება ვებ-გვერდზე.